"ელ კლასიკო" 18 დეკემბრამდე გადაიდო. თავდაპირველად, შეხვედრა 26 ოქტომბერს იყო დაგეგმილი და ბარსელონაში, ნოუ კამპზე უნდა გამართულიყო. თუმცა თამაში გადადო, რისი მიზეზიც ბარსელონაში მიმდინარე საპროტესტო აქციები გახდა.
26 ოქტომბერს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით ბარსელონაში დიდი დემონსტრაცია იგეგმება.